107 ხმით რვის წინააღმდეგ- გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
107 ხმით რვის წინააღმდეგ- გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის თანახმად, საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს, უფლება აქვს დაუბრუნდეს საკუთარ სახლს. ამ რეზოლუციის თანა სპოსნორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით ქართული დიპლომატიის ნაყოფიერი მუშაობის შედეგია. თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება, წელს მაჩვენებელი ოთხით გაიზარდა და ჯამში რეზოლუცია 68 ქვეყნის მიერ არის ინიცირებული
