გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის საღამო გაიმართა ქობულეთში
გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის საღამო გაიმართა ქობულეთში. ღონისძიება გურამ თამაზაშვილის დაბადებიდან 73 წლისთავს მიეძღვნა და მასში მუსიკალური ანსამბლები, სოლო შემსრულებლები, გურამ თამაზაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ
