ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სამ კილოგრამამდე „მეთადონი“, „კოკაინი“, „მეფედრონი“, „მარიხუანა" და „პრეგაბალინი“.პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი დააკავა იმერეთის პოლიციამ . სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
