საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს, უფლება აქვს დაუბრუნდეს საკუთარ სახლს - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს, უფლება აქვს დაუბრუნდეს საკუთარ სახლს. 107 ხმით რვის წინააღმდეგ - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.ბოლო წლებში რეზოლუცია გლობალურ ინიციატივად ჩამოყალიბდა, რადგან თანაავტორთა რიგებს, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ათეულობით ქვეყანა უერთდება, წელს მაჩვენებელი ოთხით გაიზარდა და 68 შეადგინა. რეზოლუცია მოითხოვს, კონკრეტული განრიგის შემუშავებას ყველა დევნილის ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უზრუნველსაყოფად. დოკუმენტში ასევე წერია უფლებების დარღვევაზე და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზე.
