საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა. საკონცერტი პროგრამა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა და საფესტივალო ორკესტრმა სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს. ფესტივალი სახელმწიფოს მხარდაჭერით, წლის ბოლომდე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით გაგრძელდება.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
