ევროკავშირში გაწევრების პოლიტიკა
მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებათა პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. თუმცა პროცესი საქართველოს გარეშე მიმდინარეობს. იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა მოლდოვასა და უკრაინას ყველა პარამეტრით ყველა საერთაშორისო კვლევაში უსწრებს, თბილისისთვის ეს ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო დამოკიდებულებაა. პოზიციას არ ცვლის უნგრეთიც. პრემიერ-მინისტრი პიტერ მადიარი განმარტავს, რომ მისი ქვეყანა კიევისა და კიშინიოვის ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციას ეწინააღმდეგება და ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზად, ისიც გარკვეული დათქმებით, 10-15 წელიწადს ასახელებს. განსხვავებული პოზიცია აქვს ფინეთის პრეზიდენტს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
