მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში
სან ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრი იხსნება. ის ქართველ სტარტაპერებს, სტუდენტებს, მეწარმეებსა და მეცნიერებს ამერიკულ ბაზართან წვდომას გაუმარტივებს. ღონისძიებაში საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, სან ფრანცისკოს მერი, საქართველოს გენერალური კონსული, ასევე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი მიიღებენ მონაწილეობას. ცენტრის გახსნის პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-ში ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
