გზავნილი აშშ-დან
ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებისთვის მზადყოფნა და საერთო ინტერესები დაადასტურა მარკო რუბიოს მოადგილემ ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო მიღებაზე. აღინიშნა ისიც, რომ ბოლო წლებში კავშირების დინამიკა სასურველზე ნაკლები იყო. პოზიტიური გზავნილების ფონზე საქართველოს ელჩმა ისიც თქვა, რომ 2026 წელი ორივე ქვეყნისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანია. შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს აღნიშნავს, საქართველო- ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს.
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
