საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ირაკლი ნარსია დაინიშნა
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ირაკლი ნარსია დაინიშნა. ახალი მოადგილე ლევან ხარაბაძემ უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს წარუდგინა და მის პროფესიულ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ნარსიას სამართალდამცავ სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა როგორც სუსში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში
