რომეო მიქაუტაძე, რომელიც ცხრა ეპიზოდშია მსჯავრდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, რომელიც ცხრა ეპიზოდშია მსჯავრდებული, მეორე ინსტანციის სასამართლოში ცხრავე ეპიზოდის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. სახელმწიფო ბრალდებისთვის ეკონომიკის ყოფილი მოადგილისთვის წარდგენილი ყველა ბრალდება სამართლიანია. დასკვნითი სიტყვისთვის შემდეგი პროცესი 6 ივლისს დაინიშნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ რომეო მიქაუტაძეს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით მიუსაჯა.
