ქართველი და ამერიკელი სამართალდამცველების მიერ ერთობლივად გახსნილ საქმეზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ერთს გირაო
ქართველი და ამერიკელი სამართალდამცველების მიერ ერთობლივად გახსნილ საქმეზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ერთს გირაო. ბრალდებულთა შორის ერთი ოჯახის ორი წევრია. პატიმრობა ცოლს შეეფარდა. საქმე ეხება ამერიკის და კანადის ვიზების თაღლითურად მიღების სქემას. გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. საქმეში ცხრა ბრალდებული და 366 დაზარალებულია.
