თბილისი მეთქვსმეტედ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ესწრებიან
თბილისი მეთქვსმეტედ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ესწრებიან. ორი დღის განმავლობაში განიხილავენ როგორც გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, ისე ეკონომიკურ საკითხებს. ფორუმის გახსნას ხელისუფლების პირველი პირებიც ესწრებოდნენ. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.
