განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 150 შეკვრა „მეფედრონი“ და „ალფა - პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
