ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშესაწყობად, თბილისის მერიამ საზაფხულო ღონისძიებებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშესაწყობად, თბილისის მერიამ საზაფხულო ღონისძიებებზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამებს რამდენიმე ახალი მიმართულება დაემატება. თბილისში რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები ჩატარდება.
