ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ერთი ადამიანი. ის წარსულში ნასამართლევია
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ერთი ადამიანი. ის წარსულში ნასამართლევია. სამართალდამცველებმა, ზუგდიდში ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეთადონი“, „მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 56 აბი. გახსნილია კიდევ ერთი ნარკოდანაშაული. სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დაკავებულია უკრაინის მოქალაქე. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
