უკანონო მაინინგი - ხელისუფლების პასუხი
არალეგალური ბიზნესსაქმიანობისთვის ჭარბად და უკანონოდ ელექტროენერგიის მოხმარება სვანეთში ადგილობრივებს და ტურიზმს პრობლემებს უქმნის. დენის მიწოდების ხშირი წყვეტა და გახშირებული ავარიული შემთხვევებიც გამოწვევაა. მთავრობა ამ გამოწვევის დასაძლევად გამრიცხველიანებას იწყებს. ელექტრომომარაგება მოსახლეობისთვის უფასო რჩება, მაგრამ ტარიფი წესდება ზღვარს მიღმა მოხმარებაზე
