ბრაზილიურ ჯი ჯიცუში თბილისის გრან პრის შეჯიბრება გაიმართა
ბრაზილიურ ჯი ჯიცუში თბილისის გრან პრის შეჯიბრება გაიმართა. ტურნირში 10 ქვეყნის 100-ზე მეტი მებრძოლი მონაწილეობდა და გამარჯვებულები სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლინდნენ. შეჯიბრება როგორც კიმონოთი, ასევე კიმონოს გარეშე ჩატარდა. ტურნირის გამართვის მთავარი მიზანი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია იყო.
