გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანიში ბიზნესის წარმოება გაძვირდა და ქვეყანა კონკურენტუნარიანობას კარგავს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანიში ბიზნესის წარმოება გაძვირდა და ქვეყანა კონკურენტუნარიანობას კარგავს. მისი განმარტებით, ფასის ზრდის გამო, გერმანია სხვა ქვეყნებს კონკურენციას ვეღარ უწევს ბიზნესისა და მაღალ ტექნოლოგიური წარმოების სხვადასხვა სფეროში. გამოსავალს კანცლერი ენერგომატარებლებზე ფასების დაკლებასა და დამატებითი ხარჯის შემცირებაში, ასევე ბიუროკრატიული პროცედურების შემსუბუქებაში ხედავს.
