უკრაინაში რუსეთის იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება
უკრაინაში რუსეთის იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება, გარდაცვლილია 18 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავებულია 100-ზე მეტი უკრაინელი. მეხანძრე-მაშველები დნიპროსა და კიევში ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ღამით რუსეთმა ბოლო რამდენიმე თვეში უკრაინის 5 ოლქზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ენერგო ობიექტები. რუსეთის თავდაცვის უწყებამ დარტყმებს საპასუხო იერიშები უწოდა. მოსკოვმა უკრაინის მიმართულებით 650-ზე მეტი დრონი და 73 რაკეტა გაუშვა. ოფიციალური კიევი დასავლელ პარტნიორებს თავდაცვის სისტემებით სასწრაფო დახმარებისკენ მოუწოდებს. რუსეთის თავდასხმებს სასტიკი ტერორი უწოდეს და იერიშები დაგმეს ევროპელმა ლიდერებმა.
