პრემიერ-მინისტრი მიესალმება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას და ამბობს, რომ ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს
პრემიერ-მინისტრი მიესალმება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას და ამბობს, რომ ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს. ირაკლი კობახიძის თქმით. სასიხარულოა, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა განსხვავებულია, რადგან ქართული ოპოზიციის გადაწყვეტილება, არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, სწორედ, ამერიკის წინა ადმინისტრაციისა და ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგია. სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარ განცხადებაში თქვა, რომ ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს.
