სამწუხარო და დასანანი - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩის განცხადებას
სამწუხარო და დასანანი - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩის იმ განცხადებას, რომელიც პოლიტიკოსების მიერ უკვე შეფასდა, როგორც ქსენოფობიური და შუღლის გაღვივების მცდელობა. საქმე ეხება პეტერ ფიშერის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი. პრემიერ-მინისტრმა ასევე შეაფასა ოფიციალური ბერლინის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.
