სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მოადგილეებთან ერთად, შავნაბადის სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე გამართულ ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მოადგილეებთან ერთად, შავნაბადის სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე გამართულ ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო. მებრძოლებმა სხვადასხვა სახის სპეციალური ოპერაციები და საცეცხლე მომზადების იმიტირებული საველე დავალებები შეასრულეს. საჩვენებელი წვრთნის პარალელურად, გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ჯავშანტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა.
