ბიძინა ივანიშვილის მორიგი ქველმოქმედება
ბიძინა ივანიშვილის მორიგი ქველმოქმედება, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ისევ სპეკულაციები და დეზინფორმაცია მოჰყვა. საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, „ციცინათელას“ პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „აკვა ცენტრისგან“ შეიძინა ფონდმა „ქართუმ“ და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება, შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი. ამ ტერიტორიაზე „სტარინგ ჯორჯია“ საქართველოში ყველაზე დიდ დინოპარკს „დინოტოპიას“ გახსნის.
