ქსენოფობიურ განცხადებად და შუღლის გაღვივების მცდელობად ფასდება საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადება
ქსენოფობიურ განცხადებად და შუღლის გაღვივების მცდელობად ფასდება საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადება. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ, მისი ინფორმააციით, ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი. მმართველი გუნდისთვის ელჩის ეს გზავნილი მიუღებელია, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. ქრონიკამ კითხვით მიმართა გერმანიის საელჩოს. ამ შეფასებების ფონზე, უნდა ველოდოთ თუ არა პეტერ ფიშერისგან განმარტებას და ბოდიშის მოხდას.
