დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. თამაში განსაკუთრებული იქნება მასპინძლების კაპიტნის, გურამ კაშიასთვის, რომელიც ბოლო სანაკრებო შეხვედრას ჩაატარებს. სხვადასხვა მიზეზის გამო, საქართველოს ნაკრებს სამი წამყვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი. თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.
