საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა
საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, "ციცინათელას" პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს "აკვა ცენტრისგან" შეიძინა ფონდმა "ქართუმ" და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება, შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი. მორიგ ქველმოქმედებას ოპოზიციის მხრიდან ისე სპეკულაციები და დეზინფორმაცია მოყვა.
