ღვთისმსახურება ფოკაში
წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაური, უწმინდესსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრი პარაკლისსაც დაესწრო, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ათას 700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები, დღეიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
