მწვავე ფაზა ოპოზიციაში
ძველი კინოს ახალი სერია - ის რაც საზოგადოებას არაერთხელ უნახავს. ასეთია ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების შეფასება მმართველი გუნდისგან. ოპოზიციურ ალიანსში თავადვე ადასტურებენ, რომ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და ერთმანეთს ღალატში პირდაპირ ადანაშაულებენ. პარალელურად, ციხიდან სააკაშვილი-მელიას ეპისტოლარულ ჟანრში ურთიერთბრალდებებიც არ წყდება. მელიასთვის უღირსი პოლიტიკოსი სააკაშვილი, თავად მელიას პოლიტიკურ ჭაობში ჩარჩენილს უწოდებს. დაპირისპირება უკვე იქამდეც მივიდა, რომ თანამოაზრეების გარდა, მასში ოჯახის წევრებიც კი ჩაერთნენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
