დილიდან ხალხმრავლობაა ბოდბის დედათა მონასტერში
დილიდან ხალხმრავლობაა ბოდბის დედათა მონასტერშიც. მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა ნინოს საფლავის მოსალოცად ჩავიდნენ. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა
