ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ერთ შემთხვევაში გირაოს, მეორე შემთხვევაში კი, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულები, საქართველოში უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებების შესაბამისად აგროვებდნენ და საქართველოს ინტერესების საზიანოდ გადასცემდნენ მათ სხვადასხვა სახის ინფორმაციებს.
