მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი იმისთვის, რომ სიძულვილის ენა აღმოიფხვრას
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი იმისთვის, რომ სიძულვილის ენა აღმოიფხვრას. საჯარო სივრცეში, ადამიანის ღირსების შემლახავი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი დაიწყო. ამოქმედდა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, რომელიც მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ოქმის შედგენას და საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.
