ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, მთავრობა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს
ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, მთავრობა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთ -ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ მიმართულებით მესტიის მუნიციპალიტეტში უკანონო კრიპტომაინინგის პროცესია. ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრის მიზნით მესტიაში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება. პროცესის კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური რესურსით გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უკვე დაევალათ სამართალდამცველებს.
