თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა
თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგა.
