ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. გადაწყვეტილება უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა. კვარაცხელია “პარი სენ-ჟერმენის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა 10 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი შეასრულა და ორივე მაჩვენებლით გუნდში საუკეთესო იყო.
