“ქრონიკამ” გერმანიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა
“ქრონიკამ” გერმანიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. საქმე ეხება საქართველოს ელჩის მიმართ ქმედებას. ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ხელისუფლებისგან უკვე რამდენიმე თვეა აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება. საქართველოს ხელისუფლების შესახებ კი ოფიციალური მონაცემები ისევ არ არის განახლებული ვებგვერდზე. ელჩს “საიტის განახლების” მიზეზი მოჰყავს, თუმცა ეს ხელს არ უშლის გერმანიას, მონაცემები განაახლოს მაგალითად რუსეთის შესახებ.
