საქართველო პირველად შეუერთდა ბიატლონის საერთაშორისო დღეს
საქართველო პირველად შეუერთდა ბიატლონის საერთაშორისო დღეს. ბაკურიანში გამართულ სპორტულ და გასართობ აქტივობებში, ახალგაზრდა სპორტსმენები და მოყვარულები მონაწილეობდნენ. სპორტის ამ მიმართულების განვითარებას ხელი შეუწყო ბაკურიანში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობამ. მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრასა. ბიატლონი ზამთრის ოლიმპიური სპორტია, რომელიც სათხილამურო სირბილსა და მიზანში სროლას აერთიანებს.
