NYT: ტრამპის ადმინისტრაციის უფროსმა სიუზან უაილსმა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ურჩია, სოციალურ ქსელებში აქტიურობა შეამციროს
ტრამპის ადმინისტრაციის უფროსმა სიუზან უაილსმა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ურჩია, სოციალურ ქსელებში აქტიურობა შეამციროს. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვენსი ხშირად შედის პოლემიკაში კრიტიკოსებთან სოციალურ ქსელში, რაც მისი თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების დროს ვენსი ასევე ხშირად ათვალიერებს ტელეფონს და სოციალური ქსელებით სარგებლობს.
