ტრამპი: ირანის არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ფეიკ-ნიუსებია
ირანის არსენალში ყველაზე ძლიერი იარაღი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ფეიკ-ნიუსებია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას, ფლოტს, საჰაერო ძალებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ხელმძღვანელობას სრულად გაანადგურებდა და ირანი იძულებული გახდებოდა კაპიტულაცია გამოეცხადებინა, ზოგიერთი ამერიკული მედიასაშუალება ამ შემთხვევაშიც კი ირანის სასარგებლოდ გააშუქებდა მოვლენებს.
