„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600 მორბენალი მონაწილეობდა
„ფოთიმარათონში“ 14 სხვადასხვა ქვეყნის 600 მორბენალი მონაწილეობდა. მათგან 241 უცხოელი იყო. მარათონი სამ დისტანციას აერთიანებს-მათგან ყველაზე გრძელი 21-კილომეტრიანია. „ფოთიმარათონი“ საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და ტურიზმის ხელშეწყობა. მარათონი მერიის მხარდაჭერით კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა, საპორტო ქალაქში უკვე მეორედ ჩაატარა.
