სულთმოფენობის დღესასწაულზე კათოლიკოს პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა და იქადაგა
სულთმოფენობის დღესასწაულზე კათოლიკოს პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა და იქადაგა. წირვის დასრულების შემდეგ კი სულიწმინდის მოწვევის, მუხლთმოდრეკის ლოცვა წაიკითხეს. სულიწმინდის გარდამოსვლა მოციქულებზე წმინდა სამოციქულო ეკლესიის დაარსების დღედ არის მიჩნეული. სახარების მიხედვით, ამ დღეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა, ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო და მათ სხვადასხვა ენაზე ქადაგების უნარი მიეცათ. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში მწვანე ბალახი და ყვავილებია დაფენილი ტრადიცია ძველი აღთქმიდან მოდის. სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ.
