მერაბ დვალიშვილმა ამერიკულ საჭიდაო ორგანიზაცია რაფში სადებიუტო შეხვედრა მოიგო
მერაბ დვალიშვილმა ამერიკულ საჭიდაო ორგანიზაცია რაფში სადებიუტო შეხვედრა მოიგო. ქართველმა სპორტსმენმა ფრენკ ედგარი დიდი უპირატესობით 12-1 დაამარცხა. ბრძოლის დასრულების შემდეგ კი, ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოსთან დაპირისპირების სურვილი გამოთქვა. გუშინდელ ღონისძიებაზე კიდევ ერთი ქართველი გივი მაჭარაშვილი გამოვიდა და კაილ სნეიდერთან დამარცხდა.
