დონალდ ტრამპის განცხადებით ის სრულიად ჯანმრთელია
დონალდ ტრამპის განცხადებით ის სრულიად ჯანმრთელია. თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, რომ გეგმიური სამედიცინო შემოწმება გაიარა და კოგნიტური ტესტიც წარმატებით ჩააბარა. „ამერიკის სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, რომელთაგანაც არც ერთს ჩაუტარებია ასეთი რთული ტესტი, მე 30-დან იდეალური 30 ქულა მივიღე, რაც უაღრესად მაღალ ინტელექტზე მეტყველებს“,- ამბობს თეთრი სახლის ლიდერი.
