დანიის პრემიერი: რუსეთი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება
რუსეთი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მეტე ფრედერიკსენის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება და რუსეთის ქმედებები მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის წარმოადგენს გამოწვევას.
