მთაწმინდის პარკი ბავშვთა დაცვის დღეებს აღნიშნავს
მთაწმინდის პარკი ბავშვთა დაცვის დღეებს აღნიშნავს. ტრადიციულად, ყველაზე საბავშვო, გასართობი მხიარული ღონისძიებები პარკის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. დღეს და ხვალ, 1-ელ ივნისს 12:00-დან 22:00 საათამდე სტუმრებს დახვდებათ კონცერტები, ანიმატორების წარმოდგენები, დრამერებისა და ილუზიონისტის შოუ, სახალისო თამაშები, პარტნიორი კომპანიების მიერ მოწყობილი სპეციალური სივრცეები, კულტურული და შემეცნებითი პროგრამები. ასევე, მეწარმეების ნამუშევრები გამოფენა-გაყიდვა საბაგიროს ზედა სადგურზე.
