დღეს სულთმოფენობაა
დღეს სულთმოფენობაა - ერთ-ერთი საუფლო დღესასწაული. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში მწვანე ბალახსა და ყვავილებს აფენენ, ტრადიცია ძველი აღთქმიდან მოდის. წირვის შემდეგ კი სპეციალური, სულიწმინდის მოწვევის ლოცვა წაიკითხეს. ლიტურგია სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში.
