„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში გამწვანების აქცია და მედიატური მოეწყო
„თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში გამწვანების აქცია და მედიატური მოეწყო. ჟურნალისტები ადგილზე გაეცნენ შესრულებულ სამუშაოებს. ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი დასრულების ეტაპზეა. თბილისის მასშტაბით, უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი. განახლდა და მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები. გაკეთდა ოთხი ახალი ჭაბურღილი, რომელიც ტერიტორიას სარწყავი სისტემით ამარაგებს. რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში ასევე გამოყენებულია ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლების უნიკალური მეთოდი. ჭორვილის ეროვნული საშენიდან სპეციალურად მოწყობილ დროებით ვოლიერში განთავსდა ინკუბატორში გამოზრდილი კოლხური ხოხობი და კაკაბი. ბილიკებზე მოსეირნე მოქალაქეებს ფრინველების ნახვის საშუალება აქვთ.
