დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა იმით, რომ ირანთან მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიმდინარეობს
დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა იმით, რომ ირანთან მოლაპარაკებები ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამის შესახებ მან „ფოქს ნიუსს“ განუცხადა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესის შენელება იმით არის გამოწვეული, რომ თეირანს რთული მომლაპარაკებლები ჰყავს, თუმცა მხარეები ახლოს არიან კარგ შეთანხმებასთან.
