მმართველ გუნდში არ უკვირთ, რომ ოპოზიციაში გამწვავებული დაპირისპირების მიზეზი მიხეილ სააკაშვილია
მმართველ გუნდში არ უკვირთ, რომ ოპოზიციაში გამწვავებული დაპირისპირების მიზეზი მიხეილ სააკაშვილია. რომელმაც ოპოზიციურ ალიანსს შეახსენა, რომ ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. მათივე თქმით, ერთმანეთში დაპირისპირების მიუხედავად, უცვლელია ორივე მხარის არსი და საკითხების მიმართ დამოკიდებულება. ნაცმოძრაობის ყოფილმა წევრმა გიორგი ონიანმა კი დაწერა, რომ არავინაა მართალი ვინც პირადს ქვეყნის ინტერესზე მაღლა აყენებს.
