31 მაისი პოლიციელის დღეა
31 მაისი პოლიციელის დღეა. საზეიმო ღონისძიება, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან 21:00 საათზე გაიმართება. სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა გაიმართება და შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოვებს.
