ბრალის წარდგენის მოლოდინშია, ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებული, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძე
ბრალის წარდგენის მოლოდინშია, ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი დაკავებული, სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძე. რომელიც სუსის ინფორმაციით, ონლაინპლათფორმის საფარქვეშ უცხო ქვეყნის დავალებების შესაბამისად მართავდა სადაზვერვო ქსელს, ასევე კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობასაც. გამოძიების ცნობით, ჩიხლაძე ინფორმაციის გადაცემის პროცესში დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდებს იყენებდა. ჯაშუშობის ბრალდებით ორივე მოქალაქე, სუსის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
